გაიცანით ბიზნეს დაჯილდოებაზე "საუკეთესო სტარტაპის" ნომინაციის ფინალისტები
ჩვენ უკვე გაგაცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ოთხ კატეგორიაში: საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისათვის, საუკეთესო ინოვაციისთვის, სოციალური პასუხისმგებლობისთვის და თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის. დღეს კი ფინალისტების ბოლო სამეულზე უნდა გესაუბროთ.
საუკეთესო სტარტაპის კატეგორიაში გასამარჯვებლად ყურადღება ექცევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, ბრენდის უნიკალურობას, მომხმარებლებთან კომუნიკაციის სტილსა და ზრდის პოტენციალს.
საუკეთესო სტარტაპის კატეგორიის ჟიური ასე გამოიყურება:
ვახო ვახტანგიშვილი, მერი გიორგობიანი, ვალერი ჩეხერია, ლევან კილაძე, ზაალ გაჩეჩილაძე
1. Phubber
ციფრული პლატფორმა ფაბერი ვაჭრობისა და სოციალურ ქსელის ელემენტებს აერთიანებს. ონლაინ მაღაზიას მოქნილი ინტერფეისი, ინტეგრირებული განვადება, გადახდის დაცული სისტემა და უფასო მიტანის სერვისი აქვს. ფაბერზე უკვე 40 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული.
Phubber-ის აპლიკაციით შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად იპოვოთ სასურველი სამოსი ან პირიქით, ფულის გამომუშავების მიზნით გაყიდოთ ნებისმიერი ნივთი. შესაძლებელია აუთლეტების, ვინტაჟური ნივთების, მეორადი და ავთენტური ბრენდული ტანსაცმლის განთავსება / შეძენა. ფაბერზე განთავსებულ ყოველ ნივთს ხარისხის კონტროლის მენეჯერი ამოწმებს და ეს ინფორმაცია პოტენციურ მყიდველს ნივთის ტრანზაქციამდე ეგზავნება.
"ჩვენი პლატფორმა მუდმივად განახლებადია, ამიტომ გადაწყვეტილებებს მომხმარებლებთან კომუნიკაციის გარეშე არ ვიღებთ. სოციალურ ქსელში გვაქვს ჯგუფი, სადაც აქტიურად ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს", - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის თანადამფუძნებელი.
კომპანიაში ამაყობენ იმით, რომ გარემოზე ზრუნავენ და ტანსაცმლის ცირკულაციას უწყობენ ხელს.
2. Profy
პროფი არის პლატფორმა, რომელიც თქვენთვის საჭირო ხელოსანთან კომპიუტერის ან მობილური აპლიკაციის გამოყენებით დაგაკავშირებთ. გამჭვირვალე ფასები და კომენტარებზე დაფუძნებული სარეიტინგო სისტემა კი პროფის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
Profy-ს დახმარებით გამოცდილ ხელოსნებს მუდმივად ჰყავთ კლიენტები. პლატფორმა ბევრ ოსტატს აერთიანებს და სწორედ ამიტომ, მომსახურების მისაღებად ლოდინი დიდხანს არ გრძელდება.
"ვითვალისწინებთ როგორც მომხმარებლების ასევე შემსრულებლების აზრს. შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ვანახლებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს სერვისს", - ამბობს ირაკლი ზანთარია, Profy-ს დამფუძნებელი.
მომავალში Profy-ს დალაგების სერვისიც დაემატება.
3. Tripcars
ავტომობილების გაქირავების პლატფორმა Tripcars 2019 წლის ივლისში შეიქმნა. ამ სერვისის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მანქანა გააქირავოს ან იქირავოს. პლატფორმა მანქანის პატრონებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, მოგზაურებისთვის კი - ტრანსპორტის პოვნის მოსახერხებელი მეთოდი.
ამ დროისთვის Tripcars-ზე 350-ზე მეტი ავტომობილია ხელმისაწვდომი.
"ადრე მანქანის გაქირავების პროცესი ასეთი იყო: მანქანას რომელიმე კომპანია იბარებდა და შემდეგ აქირავებდა, რაც სერვისს მნიშვნელოვნად აძვირებდა. ჩვენი საიტის დახმარებით კი ადამიანები ინდივიდუალურად აქირავებენ ავტომობილებს, პროცესი უფრო კომფორტულია და ფასიც დაბალი", - ამბობს ირაკლი ცაგარეიშვილი, Tripcars-ის დამფუძნებელი.
Tripcars-ის მანქანები დღიურად არიან დაზღვეულები, შესაბამისად, ავტომობილს არაფერი ემუქრება. სამომავლოდ კომპანია აზერბაიჯანის ბაზრის ათვისებაზე ფიქრობს.
გამარჯვებულის ვინაობას ამ და სხვა კატეგორიებში 17 დეკემბერს შევიტყობთ.
ბიზნეს დაჯილდოება უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს კომპანიების წარმატების ისტორიებს. მისი მიზანია ბიზნესის პოპულარიზაცია და იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც ხარისხიან ქართულ პროდუქტებს ქმნიან.
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები