სერიალის პრემიერამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ნეტფლიქსმა The Witcher-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც ამ სატელევიზიო შოუს მთავარ გმირებს კიდევ უფრო ახლოს გვაცნობს.

როგორც ჩანს, წინ შთამბეჭდავი სანახაობა გველოდება.

The Witcher-ს ამავე სახელწოდების მქონე ფენტეზის ჟანრის ცნობილი წიგნების სერიის მიხედვით იღებენ, რომელიც ურჩხულებზე მონადირე გერალტის ფათერაკებით სავსე თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.

სერიალში მთავარ როლს სუპერმენის შემსრულებელი, ცნობილი მსახიობი ჰენრი კავილი ასრულებს. სერიალში არა მარტო გერალტის, არამედ კიდევ რამდენიმე საინტერესო პერსონაჟის სიუჟეტურ ხაზს გავეცნობით, რაც საბოლოოდ ახალ, გასაოცარ და მაგიურ სამყაროს გაგვაცნობს.

სერიალის პრემიერა ნეტფლიქსზე 20 დეკემბერს შედგება.