პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილისთვის ქართული ოცნების შეთავაზება, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, სასაცილოა. მისი თქმით, უმრავლესობის ახალი იდეის კორექტულად შეფასებისათვის სიტყვებს ვერ პოულობს.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ ახალი ინიციატივით მომავალი არჩევნების მოგების გარანტია შეიქმნა.

"რა გვიპასუხა უმრავლესობამ? — ვადამდელის ჩატარება რომ გახდეს საჭირო, მაშინაც რომ არ დაგვჭირდეს პროპორციულად ჩატარება არჩევნების, ამიტომ მოდით ისიც შევცვალოთ. ანუ არ დავკამყოფილდეთ იმით, რომ ახლა არ ჩატარდება პროპორციული წესით არჩევნები, ახლა არ ჩატარდება სამართლიანი სისტემით არჩევნები და მერეც, 2024 წლამდე არ ჩატარდეს და გარანტირებულად ოთხი წელი კიდევ მოვიგოთ", — განაცხადა ჩუგოშვილმა TV პირველის ეთერში.

იმისთვის, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, ქართული ოცნება კონსტიტუციაში ცვლილებებზე ფიქრობს. ცვლილებებით შესაძლებელი გახდება ჩანაწერი გაჩნდეს, რომლის მიხედვითაც 2020-დან 2024 წლამდე ჩატარებული ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნებით არჩეული ხელისუფლება მხოლოდ 2024 წლამდე შეძლებს მუშაობს.