ტერაბანკის ვიზა ბარათების მომხმარებლებს კინოთეატრში სასიამოვნო სიახლე ელოდებათ: ამიერიდან ნებისმიერი მათგანი, რომელიც ორშაბათის კინოსეანსზე ბილეთს შეიძენს, საჩუქრად დამატებით 1 ბილეთს მიიღებს.

შეთავაზებით სარგებლობისთვის მხოლოდ ერთი პირობა არსებობს: მსურველებმა ბილეთის საფასური ვიზას ნებისმიერი ბარათით უნდა გადაიხადონ. ბილეთის შეძენა შესაძლებელია, როგორც კინოთეატრების სალაროებში, ისე ონლაინ. შეთავაზება თბილისის ყველა კინოთეატრსა და ბათუმის აპოლოზე ვრცელდება.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა, ვიზამ შესაძლებლობა მოგვცა, მომხმარებლებისთვის ეს სასიამოვნო სიახლე შეგვეთავაზებინა. ველოდებით ყველა კინომოყვარულს ორშაბათობით კინოთეატრებში", - აცხადებენ ტერაბანკში.