Google მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემაა, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მოიხმარს.

თანამედროვე კაცობრიობა Google-ს მრავალფეროვანი ინფორმაციის მისაღებად იყენებს, მათ შორის ისეთ კითხვებზე პასუხის გასაცემადაც კი, როგორებიცაა "როგორ შევწვა კვერცხი?", "ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში?" და ა.შ.

თითოეული ძებნის სიხშირეს ეს უზარმაზარი კომპანია მუდმივად ინახავს და ყოველი წლის ბოლოს საერთო სტატისტიკას აქვეყნებს, თუ რას ეძებდნენ მისი მომხმარებლები ყველაზე ხშირად რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში თუ ზოგადად მთელს მსოფლიოში.

ახლა კი გუგლში ძებნის 2019 წლის გლობალურ შედეგებს გთავაზობთ:

ტოპ 10 რამ, რასაც გუგლში ყველაზე ხშირად ეძებდნენ

როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს ადამიანების უმრავლესობას განსაკუთრებულად დაინტერესებული იყო Game Of Thrones-ის ბოლო სეზონის გამოსვლით, ნოტრ-დამის ხანძრითა და iphone-ის ახალი მოდელით.

ტოპ 10 ადამიანი, რომელსაც გუგლში ყველაზე ხშირად ეძებდნენ

2019 წელს ყველაზე ხშირად იუთუბერი ჯეიმს ჩარლზის, ფეხბურთელი ნეიმარის, მომღერალი ბილი აილიშისა და კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას.

ტოპ 10 მსახიობი, რომელსაც გუგლში ყველაზე ხშირად ეძებდნენ

რამდენადაც წარმატებული იყო გასულ წელს ფილმები Joker, Captain Marvel და John Wick, იმდენად პოპულარულები იყვნენ მათში მთავარი გმირის როლის შემსრულებლები: ხოაკინ ფენიქსი, ბრი ლარსონი და კიანუ რივზი.

ტოპ 10 ფილმი, რომელსაც გუგლში ყველაზე ხშირად ეძებდნენ

გასაკვირი არ არის, რომ ამ სიაში 2019 წლის ყველაზე წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ფილმები ლიდერობენ.

ტოპ 10 სერიალი, რომელსაც გუგლში ყველაზე ხშირად ეძებდნენ

HBO-სა და Netflix-ის სერიალები ტრადიციულად ყველაზე მეტ დაინტერესებას იწვევენ.

ტოპ 10 სიმღერა, რომელსაც გუგლში ყველაზე ხშირად ეძებდნენ

ათეულში მოხვდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან არიანა გრანდე, ლედი გაგა, Post Malone და ბილი აილიში.

მონაცემების გამოქვეყნებასთან ერთად, გუგლმა ტრადიციულად წლის შემაჯამებელი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც გამოგონილ თუ რეალურ გმირებს მიუძღვნა, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის იბრძვიან.