გასულ ზაფხულს აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი მონღოლეთს ეწვია და იშვიათი სახეობის გარეულ ცხვარზე ინადირა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ProPublica-მ გაავრცელა.

ნადირობისას ტრამპს აშშ-სა და მონღოლეთის დაცვის წარმომადგენლები ერთდროულად იცავდნენ, რა დროსაც მან არხარის ჯიშის ცხვარი მოკლა. უშველებელი რქებისა და დიდი ტანის მქონე ცხვრების ეს სახეობა მონღოლეთის ეროვნულ საგანძურად ითვლება, რომელიც ახლა გადაშენების პირასაა, რადგან მათი მომხიბვლელი რქებისა და ხორცის გამო ნადირობის მსხვერპლები ხშირად ხდებიან.

ფოტო: Galen Rowell/Getty Images

არხარის გადაშენების საფრთხის გამო მასზე ნადირობისთვის განსაკუთრებული ნებართვაა საჭირო, რასაც ხშირად ფულის ან პოლიტიკური კავშირების გამოყენებით იღებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტი მონღოლეთის პრეზიდენტს, ხალთმააგიინ ბატულგას შეხვედრისას სწორედ იმაზე ისაუბრა, რომ თავისი ვაჟისთვის ნადირობის უფლება მიეცათ.

დონალდ ტრამპ უმცროსი ზიმბაბვეში ნადირობისას.

ფოტო: Hunting Legends

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის უფროს ვაჟს განსაკუთრებულად იტაცებს ნადირობა: ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს ხშირად მხოლოდ იმიტომ სტუმრობს, რომ ადგილობრივი სახეობის ეგზოტიკურ და იშვიათ ცხოველებზე ინადიროს.