ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში გავრცელებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მისივე თქმით, უმრავლესობის დეპუტატების ბრალდებები, რომ პლენარულ სხდომაზე მან სპეციფიური სუნის ნივთიერება დაასხა, უხერხული და უპასუხისმგებლოა.

"მე დღეს ვიყავი კომიტეტზეც, შემდეგ ვიყავი სხდომათა დარბაზშიც. მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება. იღებდნენ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას დამოუკიდებელი დეპუტატები. როცა შევედი, ქალბატონ ნატო ჩხეიძესთან შევჩერდი ზუსტად 30 წამი, ვკითხე და გამოვედი დარბაზიდან", — განაცხადა ნადირაშვილმა.

დღეს,12 დეკემბერს, პარლამენტში პლენარული სხდომა სპეციფიური სუნის გავრცელების გამო შეწყდა.ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა #სირცხვილიამ აიღო. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება ევროპული საქართველოს დეპუტატებმა: ირმა ნადირაშილმა და ლელა ქებურიამ შეიტანეს.