ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია — ის გამორჩეულად ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი ოცნებები ჯადოსნურ ძალას იძენს და მათი მატერიალიზებაც შესაძლებელი ხდება.

სხვების ოცნებების ასრულება ჩვენც მაგიურ ძალას გვანიჭებს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს აქვს ნანახი 1946 წელს გადაღებული ფრენკ კაპრას ბრწყინვალე ნამუშევარი ეს მშვენიერი ცხოვრება. საშობაო კომედიაში ჯეიმს სტუარტის გმირს ეხმარება მეორე თანრიგის ანგელოზი კლერენსი, რომელსაც განგება, რობერტ ბეილის დახმარების სანაცვლოდ, ფრთებით აჯილდოებს. სწორედ ეს გახდა შთაგონების წყარო ჩვენი საქველმოქმედო პროექტის კონცეფციისთვის.

სხვების დახმარება თოთოეულ ჩვენგანში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს და გვაფრთიანებს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, როდესაც ეხმარები მას, ვისაც სურს. სწორედ ეს არის ჩვენი საქველმოქმედო კამპანიის სლოგანიც — აუსრულე მას, ვისაც სურს.

კომპანია MYMARKET-მა პარტნიორ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან — ბავშვთა სოფელი საქართველო — თანამშრომლობით შეაგროვა ბენეფიციარი ბავშვების სურვილები, რომლებსაც MYMARKET და მომხმარებლები ერთობლივად აუსრულებენ ოცნებებს.

ოცნებების ასრულება მარტივია, MYMARKET თითოეულ სურვილს 50%-ით აფინანსებს, ხოლო დარჩენილი თანხის შეგროვებაში ვებგვერდის, Mynewyear.ge-ს მეშვეობით, მომხმარებლებს თავად შეუძლიათ შეიტანონ წვლილი და ნებისმიერ პატარას აუსრულონ ნატვრა. ვებგვერდზე განთავსებულია საჩუქრების სია ბავშვების სახელისა და ასაკის მითითებით, ხოლო მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს სურვილი, რომლის ახდენაშიც მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა, ჩვენ დავაზღვიეთ ბენეფიციარების ოცნებები და იმ შემთხვავაში თუ რომელიმე საჩუქრისთვის საკმარისი თანხა არ შეგროვდება, კომპანია თავად დაფარავს დარჩენილ თანხასაც.

ჩვენი მიზანია, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ფრთები შევასხათ ბავშვების ოცნებებს და მათ ბედნიერება ვაჩუქოთ. რადგან გვწამს, თითოეული მათგანის გაბედნიერებით უკეთესობისკენ შევცვლით სამყაროს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან და მომხმარებლებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ მარტივად შეიტანონ, თუნდაც სიმბოლური წვლილი, მომავალი თაობის გაბედნიერებაში. აუსრულონ ოცნებები მათ, ვისაც სურს და ამით თავადაც მოიპოვონ ბედნიერება.

ერთ-ერთ სურვილი — ნიკოლოზი, 10 წლის:

"ვერც კი წარმომიდგენია სკუტერი რომ მყავდეს როგორი ბედნიერი ვიქნებოდი. ახლა ჩემი მთავარი ნატვრაა. არასდროს დავტოვებდი მარტო."