89 მომხრე 1 წინააღმდეგი — ქართულმა ოცნებამ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა. მის კანდიდატურას მათ პარლამენტში კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

შალვა თადუმაძე წლების განმავლობაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო 2018 წელს გენერალური პროკურორი გახდა.

მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს. თადუმაძის დიპლომზე საუბრობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, ისე ოპოზიცია. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან ინსტიტუტში 16 წლის ასაკში 1994 წელს ჩააბარა, იმავე წელს, რა წელსაც დაარსდა სასწავლებელი. მისივე მტკიცებით, 1998 წელს მან ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა. თადუმაძის განმარტებით, დიპლომში ჩაიწერა ინსტიტუტის დასრულების თარიღი და სასწავლო კურსის ხუთწლიანი ხანგრძლივობა, რამაც ორაზროვნება გამოიწვია.

გაიგეთ მეტი: