ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავას ოქმის მის სახლის აივანზე შეუდგინეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პოლიტიკოსის სახლში ამ დრომდე ბევრი ჟურნალისტი იმყოფება.

"ამ ისტორიის ყველანაირ დასრულებას ველოდი გარდა იმისა, რომ მე აღმოვჩნდებოდი ბრალდებული", — აღნიშნა უგულავამ მთავარი არხის ეთერში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აეროპორტის ინციდენტის გამო ევროპული საქართველოს წევრს, გიგი უგულავას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა, ხოლო საკრებულოს დეპუტატი გოკა გაბაშვილი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

ამასთანავე უწყებაში განმარტეს, რომ დაპირისპირებული მეორე მხრიდანაც ერთს ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა, მეორე კი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

ევროპული საქართველოს წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ორი უცნობი პირი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

ამავე თემაზე:

თავდაპირველად მასალის სათაურში ეწერა, რომ უგულავა მისი სახლის აივანზე დაკითხეს, თუმცა ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, სათაური ჩასწორდა.