პარლამენტში ართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას. მისივე თქმით, ეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასა და მის რეკომენდაციაზე იქნება დამოკიდებული.

"კომიტეტზე გამოჩნდება რამდენს და ვის დაუჭერს უმრავლესობა მხარს. ჩვენ თუ ვნახავთ, რომ ეს არის არა ყველა და არა უმრავლესობა, არამედ მცირე რიცხვი იმ კანდიდატების [ვისაც დაუჭერენ მხარს], მაშინ მე არ გამოვრიცხავ კენჭისყრაში მონაწილეობას. მაგრამ ჩვენ თუ დავინახეთ განზრახვა და სურვილი, რომ მაქსიმალურად ბევრი დაინიშნოს ამ სიიდან და საკმაოდ პრობლემური სიიდან, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა, ალბათ, თავის გადაწყვეტილებასთან მარტო უნდა იყოს", — განაცხადა ყოფილმა ვიცე-სპიკერმა გადაცემა პოლიტმეტრში.

ხვალ, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს. კენჭისყრის პარალელურად ოპოზიციის წევრები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უმრავლესობას მიმართავს, რათა მოსამართლეების კანდიდატურების შესათანხმებლად ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს და კანდიდატები დამოუკიდებლად საკასაციო სასამართლოში არ განაწესოს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი ვერ პასუხობდა.

ამავე თემაზე: