ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ აეროპორტის ინციდენტის გამო მის გიგი უგულავას წაუყენეს ბრალი. ამის შესახებ მან გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა.

"ზუსტად ვიცი ეს ინფორმაცია, ვესაუბრე ახლა. მას წაუყენეს ბრალი თავდასხმისთვის და ცემისთვის. მეორე პირსაც წაუყენეს თუ არა ბრალი არ ვიცი. მაგრამ მეორე პირი, წინასწარი მონაცემებით, არის ძიუდოისტი გავაშელიშვილი, ნაკრების წევრი, რომელსაც საპროცესო აქვს გაკეთებული...

იქ იყო ახალგაზრდა გოგო, რომელიც შეესწრო ამ ყველაფერს და ის პოლიციას სთხოვდა, აქ ვარ მოწმე და დამკითხეთო. ჩვენ კი გვაქვს, მაგრამ არც ჩაიწერეს მისი მონაცემები. კამერის ამოღებაზე ადვოკატს უთხრეს, ეს მსუბუქი დანაშულია და კამერას ვერ ამოვიღებთო. ეს არის, სამწუხაროდ, პოლიციის, ივნაიშვილისა და მისი კლოუნების სახე", — ამბობს ბოკერია.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცდილობს უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოს.

ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გიგი უგულავამ ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა:

გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ორი უცნობი პირი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.