თბილისში მარჯანიშვილის მეტროსთან ორი პირი დაჭრეს. ინციდენტი დღეს, 11 დეკემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა და 236-ე მუხლითდაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.