საყვარელი წიგნის კითხვის, ან სერიალისა თუ ფილმის ყურების დროს რამდენჯერ გიოცნებიათ, რომ იმავე სიტუაციაში ან თუნდაც ეპოქაში აღმოჩენილიყავით?! დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ. რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ სიამოვნებით იქნებოდით მოლი უიზლის ადგილზე, მხოლოდ იმიტომ რომ ავადა კედავრა გეთქვათ ბელატრის ლესტრანჯისთვის, ან ვაინონა რაიდერთან ერთად დაკვირვებოდით გირლანდებს და გაგერკვიათ რა ხდებოდა კედლის მეორე მხარეს, გაგეცნოთ ელი და ველოსიპედზე ამხედრებული შებრძოლებოდით მონსტრს.

ჩვენ ჯერ არ გაგვიმართლა, სამაგიეროდ გაუმართლათ პატარა ზაზუნას, რომელიც მშვენივრად მოერგო გარემოს, რომელში მოხვედრაც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება.

ჰამსტერ პოტერი და ფილოსოფიური თხილი

უცნაური ამბები და ილევენ ჰამსტერი

შემდეგ სერიებში ვნახავთ - სამეფო ზაზუნის თამაშებს; ჰამსტერი, ანუ სოდომის 120 დღე და რაც მთავრია, ქართული ფილმის უძინართა მზის რიმეიქს, სადაც ის პელეს როლს მოირგებს.