პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ "ყველამ უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებზე, რასაც ის ბიჭები [ქართველი ჯარისკაცები] ყოველდღე სჩადიან". ავღანეთის ბაგრამის ბაზაზე დაშავებულ სამხედროებზე საუბრისას, პრემიერმა ჟურნალისტს უპასუხა, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში სალომე ზურაბიშვილმა ჯარზე გაკეთებული განცხადებისთის: "ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე".

გახარიამ, ასევე, აღნიშნა, რომ დღეს ქართულმა არმიამ ავღანეთში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა ყოველდღე იზრდება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ხუთი სამხედრო მოსამსახურე. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

მანამდე, 10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ".