ალეკო ელისაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის დროს რეზიდენციის ეზოში მამალი გაუშვეს. როგორც ისინი აცხადებენ, მამლის გაშვება პრეზიდენტის მიერ 4 310 აშშ დოლარად შეძენილი ირანული მამლის ფიგურების გამოძახილია.

ალეკო ელისაშვილიმა და მისმა მხარდამჭერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიიტანეს პლაკაკეტები წარწერით: "ირანული მთავარ შანდალი". ამ ფორმით აქციის მონაწილეები პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურნენ და მას საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი".