ავსტრიის ელჩი არად ბენკო ამბობს, რომ მის ქვეყანას კარგი თანამშრომლობა აქვს ქართულ ჯართან და სჯერა "ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის". ტელეკომპანია მთავართან კომენტარისას ელჩი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გყავთ ჯარი? მე არ მსმენია ამ განცხადებაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავად პრეზიდენტს სმენია თქვენს არმიაზე, რომელიც ტრანსფორმაციას გადის და ძალიან წარმატებულია", — თქვა ავსტრიის ელჩმა (მთავარი არხის თარგმანი).

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს "არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი და არც ექნება".