საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადება მთავარსარდლისაგან ყოვლად მიუღებელია.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის აბსოლუტარად მიუღებელი და მე ასე ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები — ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. მე არ ვიცი რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები და დიდება ჩვენს სამხედროებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს "არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი და არც ექნება".