თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა რომ ქვეკონტექსტის მიუხედავად "ქალბატონი პრეზიდენტი მეტი სიფრთხილით... და უნდა დაიცვას ის ემოციები, რაც უკავშირდება ჯარისკაცებს".

"ჩვენი ჯარი, ჩვენი ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე, ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ როდესაც საუბრობენ ჯარზე, ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე, ყოველთვის მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რამდენადაც ეს უკავშირდება ჩვენს ეროვნულ გრძნობებს", — თქვა სესიაშვილმა.

10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს პრეზიდენტმა განაცხადა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.