როგორც იცით, ერთი კვირის განმავლობაში On.ge-ში Lunchoba-ს მიერ მომზადებულ კერძებს ვჭამდით. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჟურნალისტებს შეეფერებათ, სკეპტიკური თვალით ვუყურებდით ყველაფერს, ლანჩობამ ჩვენი გული მაინც მოინადირა.

დეტალური მიმოხილვა ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ, აქ კი იმ ცვლილებებზე მოგიყვებით, რომლებიც ოფისში ამ კვირის განმავლობაში შევამჩნიეთ.

1. შესვენებები ორჯერ უფრო გვიხარია

შესვენებაზე უკეთესი რა უნდა იყოს? ალბათ, შესვენება, რომლის დროსაც ლანჩი ოფისში გაკითხავს.

ფოტო: Lauren Torres-Skipper

2. მეტი ფული გვაქვს

ლანჩობაში კერძების ფასი 4-5 ლარიდან იწყება და 10-ს არ სცდება. პორციები კი, დამიჯერეთ, საკმარისზე დიდია.

3. საღამომდე აღარ გვშივდება და უკეთაც ვმუშაობთ

მართლა. თუ ადრე ლანჩის შემდეგ კიდევ ორჯერ, (ან მეტჯერ) ვჭამდით, ახლა საღამოს ერთხელ ჭამაც საკმარისია. თან, ფიქრები სასუსნავებისკენ აღარ გაგვირბის და სტატიებზე უკეთ ვკონცენტრირდებით.

ფოტო: Wevoke

4. კაფე-კაფე და საცხობ-საცხობ სირბილი აღარ გვიწევს

ლანჩობის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა ისაა, რომ სტაბილურად გემრიელია და საკვების ხარისხი იმაზე არაა დამოკიდებული, კონკრეტულ მზარეულს როგორ დღე ჰქონდა.

ფოტო: Basile Krasnopolsky

თანაც, მოტანილი კერძების ხარისხი მუდმივად მაღალია და იმაზე აღარ ფიქრობ, რამდენი ყველი გაიმეტეს დღეს ახლომდებარე საცხობში ხაჭაპურისთვის.

5. თავს ჯანსაღად ვგრძნობთ

ლანჩობა კერძების სიჯანსაღეზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, ამის გამო მენიუში ვერ შეხვდებით, მაგალითად, მაიონეზს.

ფოტო: Lemonly

6. საკვების მრავალფეროვნება კიდევ უფრო დავაფასეთ

ლანჩობა ახალი გემოების აღმოსაჩენადაც შეიძლება გამოდგეს, რადგან მხოლოდ ქართული კერძებით არაა დაკომპლექტებული. რისი გაზიარებაც შეიძლება, პიტა პური იქნება თუ ფალაფელი, დაუნანებლად ვუზიარებთ ერთმანეთს.

ფოტო: Taco den Outer

7. დავმეგობრდით

ეს პუნქტი, შესაძლოა, გეუცხოოთ, მაგრამ ლანჩობამ ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

ფოტო: Pimwipha Ch.

როგორ? — შეკვეთილი კერძები ოფისში ყოველდღე ზუსტად ერთსა და იმავე დროს მოდის და ყველა თანამშრომელი მაგიდასთან ერთად სხდება. ოდითგანვე ვიცით, რომ საკვების გაზიარება ადამიანებს ამეგობრებს.

8. სამზარეულოში მაგიდა დავამატეთ

ლანჩობის დროს აღარ ვეტეოდით და რა გვექნა?

ფოტო: Oscar Fadeli

9. ჩვენს ტვინში დოფამინის დონემ მოიმატა

ლანჩობამ არამხოლოდ შესვენებები გაგვიხალისა, არამედ საღამოც. 16:30 ის დროა, რომლიდანაც აპლიკაციაში მომდევნო დღის ლანჩის არჩევა შეგიძლია.

ფოტო: Jake Williams

ამას კი, რა თქმა უნდა, მუდმივად მოსდევს იმის საჯარო განხილვა, თუ ვისი ლანჩი უფრო გემრიელი იქნება ხვალ.

10. ყველაზე პრეტენზიული თანამშრომელი კმაყოფილია და ლანჩის სირთულეებზე აღარ გვეწუწუნება

ფოტო: Artua

ყველას გვყავს თანამშრომელი, რომელიც საკვებზე მუდამ ბუზღუნებს. დასამალი რა არის, ჩვენს ოფისში ასეთი სწორედ მე ვიყავი, თუმცა ლანჩობის შემდეგ თანამშრომლებს ისეთი კითხვებითა და წინადადებებით, როგორებიცაა "რა ვჭამოთ?", "რა გამოვიძახოთ?", "კარტოფილი აღარ აქვთ????", "დაბლა ჩადის ვინმე?", "ეს სალათიც გააფუჭეს", "ყიდვა ვერ მოვასწარი, მაგვიანდებოდა", "აუუ, მშია", "ვრაპს კიტრი დააკლეს," აღარ ვაწუხებ.