ცნობილი შვედური მუსიკალური ჯგუფის, Roxette-ის ვოკალისტი, მარი ფრედრიკსონი, რომელსაც 80-90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვოკალისტად მიიჩნევდნენ, 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

2002 წელს მომღერალმა სააბაზანოში გონება დაკარგა და წაქცევის შედეგად თავის ქალა დაიზიანა. მაშინ გამოვლინდა, რომ ერიკსონს ტვინის სიმსივნე ჰქონდა და ექიმებმა გადარჩენის მხოლოდ 25%-ანი შანსი მისცეს. მართალია, მაშინ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მაგრამ გადატანილი სხივური თერაპიის გამო მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.

საკულტო ჯგუფის ცნობილი სოლისტი 2016 წლამდე ახერხებდა, რომ კონცერტები კვლავ წარმატებით ჩაეტარებინა, თუმცა შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სცენაზე გამოსვლებიც შეწყვიტა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ის 17 წლის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს.

Roxette მარი ფრედრიკსონმა და პერ გესლემ 1986 წელს დააფუძნეს და მას შემდეგ ათეულობით მსოფლიო ჰიტი ჩაწერეს, რომლებმაც მრავალი ქვეყნის ჩარტები დაიპყრო. ათი ალბომის მქონე დუეტმა მსოფლიოს მასშტაბით 75 მილიონზე მეტი მუსიკალური ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა.

თავისი მუსიკალური პარტნიორის, მარი ერიკსონის გარდაცვალებას პერ გელე ასე გამოეხმაურა:

"აღარაფერი იქნება ძველებურად".