9 დეკემბერს, 12 საათზე სამშენებლო კოლეჯმა კონსტრუქტ2-მა მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალობებზე სასწავლო პროცესი დაიწყო.

აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მსმენელებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯის რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის, ასევე, სრული საქმიანობის, პროფესიული განათლების აქტუალობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

კოლეჯის დირექტორმა, თამარ ზაქარაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა მსმენელებსა და პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს.

მოკლევადიანი მომზადების პროგრამა წარმატებული პროექტია, რომელიც უკვე მესამედ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქტ2-მა, ავტორიზაციის ფარგლებში, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე პროფესიული სტუდენტები პირველად მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიკაციური კადრების მომზადებას, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სფეროში კვალიფიკაციური კადრების მომზადება, განსაკუთრებით მათი, ვის შემდგომ დასაქმებაზეც ჩვენი კოლეჯი და m² ჯგუფი იზრუნებს. განსაკუთრებით აღვნიშნავდი შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებებს. ამ პროგრამაზე დღეს პირველი ნაკადი მივიღეთ, ჩვენს სტუდენტებს კი ვპირდებით, რომ ისეთი ხარისხის ცოდნას მივაწვდით, რომელიც მათ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს. ეს არის წარმატებული პროექტი, სახელმწიფოსთვის რეალური და საჭირო პერსპექტივით. მიხარია, რომ ჩვენმა ახალმა მსმენელებმა, სწორედ ჩვენს კოლეჯზე შეაჩერეს არჩევანი, რადგან ნამდვილად ვართ წარმატების გარანტ", — ამბობს კოლეჯ კონსტრუქტ2-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.