დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი უნიჭიერესი ტყუპები, დათა და რენე გაბრიჭიძეები გახდნენ. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ფონდის კლუბში.

ფოტო: გიორგი კეკელიძე / Facebook

ფოტო: გიორგი კეკელიძე / Facebook

გურული დღიურების ფონდის მიზანია, რომ საქართველოს რეგიონებში განათლების დონის ამაღლებას შეუწყოს ხელი. ფონდის სამიზნეს რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები წარმოადგენენ.