კომპანია Bolt-მა წიგნების მოყვარული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პროექტი შეიმუშავა, რომელიც აპლიკაციაში ახალი კატეგორიის, Book Sharing-ის, დამატებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი წიგნებით ემოციების, შთაბეჭდილებების გაზიარება და ადამიანთა ერთმანეთთან დაკავშირებაა.

წესები მარტივია: ახალი კატეგორიის გამოძახების შემთხვევაში მძღოლი წარმოგიდგენთ წინა მგზავრის მიერ დატოვებულ წიგნს. იმისათვის, რომ ამ წიგნის წაღება შეძლოთ, თქვენც აუცილებლად უნდა იქონიოთ თან წიგნი, რომელსაც გაუზიარებთ მომდევნო მგზავრს. სურვილისამებრ, წიგნში წერილის დატოვებაც შეგიძლიათ…

საწყისი ეტაპისთვის Bolt პარტნიორ მძღოლებს მოამარაგებს როგორც კლასიკოსი მწერლების, ისე თანამედროვე ავტორების წიგნებით.