ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მთავარ არხზე შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემა სასარგებლო შუადღე ეთერში მხოლოდ შაბათ-კვირას გავა.

შაბათის ეთერში ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და ტორესა მოსი ლიტერატურულ სამკუთხედს წაუძღვებიან. კვირას კი "შესანიშნავი ოთხეული" — მაკა ჩიჩუა, მარინა ბერიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და სალომე დადუნაშვილი — ხელოვნებაზე ისაუბრებენ.

ჩიჩუა მესამე არხის წამყვანიც უნდა ყოფილიყო, რომელიც რუსთავი 2-ის ბაზაზე არსებობდა. თუმცა გადაცემის ეთერში გასვლამდე ტელეკომპანია რუსთავი 2 ძველ მესაკუთრეს დაუბრუნდა, მესამეს ხელმძღვანელებმა კი ახალი არხი — ფორმულა შექმნეს.