ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში დააკავეს პირები, რომლებიც ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე უკანონოდ ცვლიდნენ ვალუტას. მათი განმარტებით, ისინი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის ცდილობდნენ თავის არიდებას.

უწყებაში ამბობენ, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ამხილეს 23 პირი, რომელთაგან 11 უკვე პასუსისგებაში მისცეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.