ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გურჯაანში ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა
9 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გურჯაანის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და ვაზისა და ღვინის დარბაზი გახსნეს. ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები, მათ შორის ვაზისა და ღვინის შესახებ ლიტერატურა. ჩატარდა შეხვედრა, სადაც ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"დიახ, იქაც ჩვენ ვართ - აქაც ჩვენ ვართ. დღეს გურჯაანის ბიბლიოთეკაში, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა", — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
"ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გურჯაანის ბიბლიოთეკას სხვა წიგნებთან ერთად ვაზისა და ღვინის შესახებ ლიტერატურა გადასცა. გურჯაანის ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზი ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის შესახებ ელექტრონული ბაზებითაც ისარგებლებს. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის თანამშრომელი ბესო ბაჯელიძე.
"ამ დარბაზის გახსნის იდეა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, მირიან ხოსიტაშვილს ეკუთვნის. ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე ჰქონდა ასეთი სივრცე და ჩვენც გადავწყვიტეთ, მსგავსი დარბაზი მოგვეწყო. გურჯაანი მეღვინეობით განთქმული მუნიციპალიტეტია, აქ ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი და გადავწყვიტეთ, ჩვენც ჩავრთულიყავით ამ პროცესში. ვაზისა და ღვინის დარბაზში გამოვიტანეთ ჩვენს ფონდში დაცული ლიტერატურა. შემოგვემატა ახალი წიგნებიც. ვაპირებთ ჩვენი მეღვინეებისთვის ლექციების, საინფორმაციო ტიპის შეხვედრების ჩატარებას. ძალიან ბევრი კერძო მარანია გახსნილი გურჯაანში და შევეცდებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციასაც. ამჟამად დარბაზში ოთხი მეღვინის პროდუქციაა გამოფენილი თავისი ანოტაციებით. შესაძლებელია ახალი ღვინოების პრეზენტაციის ჩატარებაც. ამით ჩვენ შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დარგის განვითარებაში", — აცხადებს გურჯაანის ბიბლიოთეკის დირექტორი, სალომე ბოგვერაძე.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები