Responsible.ge — "პასუხისმგებლიანი თამაში" ევროპაბეთისგან
ადამიანის თამაშზე დამოკიდებულება რამდენიმე მარტივი კითხვით შეიძლება გამოვლინდეს: იტყუება თუ არა ის თამაშში დახარჯული დროის შესახებ? ხშირად სესხულობს თუ არა ფულს არა მხოლოდ მეგობრებისგან, არამედ უბრალო ნაცნობებისგან გაუგებარი მიზეზებით? იქცევა თუ არა მოუსვენრად მაშინ, როცა არ თამაშობს?
თამაში ურისკო არასოდესაა – ამაზე სათამაშო ბიზნესში ჩართული ყველა კომპანია თანხმდება. ევროპის წამყვან ქ3ვეყნებში გასართობი თამაშების კომპანიები შიდა პოლიტიკითა თუ სხვადასხვა ტიპისა და დონის თვითრეგულაციით ამყარებენ მომხმარებელთან კომუნიკაციას. როგორც გრძელვადიანი პერსპექტივა გვიჩვენებს, ამ სფეროში გარკვეული ტიპის რეგულაციები ბიზნესისთვის საზიანო სულაც არ არის, მეტიც, პასუხისმგებელი და გონიერი მოთამაშე გაცილებით მომგებიანია კომპანიისთვის, ვიდრე მოთამაშე, რომელიც ერთხელ აგებს დიდ თანხას და შემდეგ სამუდამოდ წყვეტს თამაშს.
პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის სამი მიმართულება
კონცეფცია, რომელიც ევროპაბეთმა დააანონსა, სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა. ესენია პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ.
თამაში სიამოვნებისთვის
ევროპაბეთის 2019 წლის სარეკლამო კამპანიის ძირითადი მესიჯი, რომელსაც კომპანიის ბრენდ ამბასადორი, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო აჟღერებდა, სწორედ "ითამაშე სიამოვნებისთვის" იყო.
პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.
სარეკლამო შიდა პოლიტიკა
აღსანიშნავია, რომ კომპანია მთლიანად ამბობს უარს გარე რეკლამაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ჩამოიხსნა „ევროპაბეთის“ ბილბორდები და მის ნაცვლად ერთი კონკრეტული მესიჯი დაიწერა — www.responsible.ge
ვებგვერდი მომხმარებელს მისცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რა შემთხვევაში ვლინდება პრობლემური თამაშისკენ მიდრეკილება.
გარდა ამისა, 2020 წლიდან საათობრივად შეიზღუდება რეკლამა ტელევიზიასა და რადიოში, ხოლო ინტერნეტრეკლამა გაკეთდება მაქსიმალურად ასაკობრივი შეზღუდვით.
პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ
ევროპაბეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კერძოდ:
• პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა — საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშესთან მუშაობა — ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები;
• სპორტის განვითარება — სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები;
• ონლაინ მედიის განვითარება — ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა;
• სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები;
• ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება.
ევროპაბეთი 4 წლის წინ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია გამყარებული უნდა იყოს ბიზნესპროცესებით და ამას საკმაოდ დიდი დროით, ასევე, ადამიანური რესურსი მოხმარდება. საქართველოში სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და თანმიმდევრული ცვლილებების, დასავლეთევროპულ ქვეყნებში უკვე დანერგილი პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს.
ევროპაბეთი სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად გაგრძელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს ევროპაბეთი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე: responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
კომენტარები