"ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა, ძალით ხომ არ ვამუშავებ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს", — ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის გადადგომა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით განვითარებისთვის ილოცებს.

თავის მხრივ გიორგი გახარია აცხადებს, რომ სურგულაძემ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა სააგენტო და მის პირად გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

სურგულაძე სააგენტოს ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობს. მან 11 თვეში (აგვისტოს მონაცემებით) ანაზღაურების სახით 157 500 ლარი მიიღო.