ფინეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, 34 წლის სანა მარინი მსოფლიოში ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერ-მინისტრი იქნება. გარდა ამისა, ის ფინეთის ისტორიაშიც ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდება.

სანა მარინი ტრანსპორტი მინისტრია და მისი კანდიდატურა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ყოფილი პრემიერის, ანტი რინეს გადადგომის შემდეგ დააყენა. რინე მას შემდეგ გადადგა, რაც კოალიციურმა მთავრობამ მას უნდობლობა გამოუცხადა. ახალი პრემიერი თავის უფლებამოსილებას ამ კვირიდან შეუდგება.

ფინეთის ახალი პრემიერი სათავეში ჩაუდგება მემარცხენე ცენტრისტულ კოალიციურ მთავრობას, რომელიც ხუთ პარტიას აერთიანებს და ყველა მათგანის ლიდერი ქალია.