რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ურალის გამოფენაზე ყველა სურათზე ქალის შიშველი სხეულის ნაწილები სტიკერებით დაფარეს. ადგილზე მისული დამთვალიერებლების ნაწილს მსგავსი ცენზურა სასაცილო ჰგონია. როგორც მხატვარი ვადიმ ტულუზოვი ტელეკომპანია 360-ს უყვება, თავის პრაქტიკაში ასეთი რამ პირველად წააწყდა.

"შოკირებული ვარ. ჩვენს დროში რამის დაფარვა სასაცილოა. ეს ხომ ყველგანაა წარმოდგენილი — მუზეუმებში, ეკრანებზე, ინტერნეტში. მით უმეტეს აქ ნორმიდან გასულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ სისულელეა", — განაცხადა მან.

გამოფენის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ქალის შიშველი სხეულის ნაწილები მშობლების თხოვნით დაფარეს, რადგან გამოფენაზე ბავშვებიც მოდიან და "მათი ტრავმირება არ სურდათ".