ბერენი და ლუთიენი ტოლკინის შექმნილი სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც მოკვდავი კაცის, ბერენისა და ელფი ქალის, ლუთიენის შესახებ მოგვითხრობს.

მწერალმა ისტორია პირველად 1917 წელს დაწერა და მას მერე რამდენჯერმე გადააკეთა, ერთხელ პოემადაც კი.

სასიყვარულო ისტორია ტოლკინის სხვადასხვა ნაწარმოებშია ნახსენები, მათ შორის ბეჭდების მბრძანებელსა და სილმარილიონშიც.

ბერენისა და ლუთიენის ისტორია ბეჭდების მბრძანებლის პერიოდამდე 6500 წლით ადრე ვითარდება იმავე სამყაროში, შუახმელეთში.

ახალ წიგნში შევა როგორც ტოლკინის დაწერილი პირველი ვერსია, ასევე მისი შვილის, კრისტოფერის მიერ დარედაქტირებული ვერსიაც.

ბერენი და ლუთიენი მზის სინათლეს 2017 წელს იხილავს.