მეტროსადგურ დიდუბიდან ახმეტელის თეატრის მიმართულებით დილის 8 საათიდან მოძრაობა შეზღუდული იყო. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში მეტროში გადაადგილება მხოლოდ ზონალურად, დიდუბიდან ვარკეთილის და საწინააღმდეგო მიმართულებით იყო შესაძლებელი.

გლდანში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ დროის განმავლობაში მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებული იყო, რადგანაც სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც უჭირდათ გადაადგილება, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო. კომპანიის განცხადებით, ტექნიკურმა ჯგუფმა ხარვეზი გამოასწორა და მოძრაობა უკვე აღდგენილია.