ქართველი ძიუდოისტისა და მსოფლიო ჩემპიონის, 19 წლის ლაშა ბექაურის ის პოსტი, რომელშიც ის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, აღარ იძებნება. რამდენიმე მედიასაშუალებასთან საუბრის შემდეგ მისი მობილური ტელეფონიც გაითიშა.

"გაუგებრობა იყო, ნუღარ მკითხავთ ნურაფერს... არაფერი, გაუგებრობა იყო, ნუღარ მისვამთ კითხვებს... არაფერი აღარ მიწერია, წაშლილია ყველაფერი... მეც კარგად ვარ, არაფერი არ მომხდარა", — უთხრა 19 წლის სპორტსმენმა TV პირველის ჟურნალისტს და არც ერთ დასმულ კითხვას არ უპასუხა.

დაახლოებით ორი საათის წინ ლაშა ბექაურმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და მან რამდენიმე პოლიციელი ძალადობაში დაადანაშაულა. მისი მონაყოლის მიხედვით, მას რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად უსწორდებოდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ამ საკითხზე On.ge კომენტარს საგამოძიებო უწყებებიდან ამ დრომდე ელოდება.