მსოფლიო ჩემპიონი, 19 წლის ლაშა ბექაური პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს
ქართველი ძიუდოისტი და მსოფლიო ჩემპიონი, 19 წლის ლაშა ბექაური ქართულ პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ის Facebook-ზე წერს [პოსტი აღარ იძებნება], მასზე პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ, 7 დეკემბერს იძალადეს.
მისი მონაყოლის მიხედვით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, თუმცა სამართალდამცავები "ძმაოთი" მიმართვამ გააღიზიანა.
"[დოკუმენტები] არ მაქვს ძმაო მეთქი და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი, აბა, როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ, ხო მეთქი. შენ ასეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო, შე უზრდელოო", — ყვება მსოფლიო ჩემპიონი.
მისი თქმით, ამ შელაპარაკების შემდეგ ძალის გამოყენებით წაიყვანეს მანქანით.
"შენ არ იცი, როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩის, როგორც გეტყობაო და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ... რას ვხედავ, დამიწყეს გინება და დარტყმები. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა, თან მირტყამდნენ. მერე რომ ვეღარ მერეოდნენ, მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს", — ამბობს სპორტსმენი.
ბექაური ყვება, რომ პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან მიყვანის შემდეგ ძალადობაში სხვა პოლიციელებიც ჩაერთვნენ:
"უნდოდათ გავმტყდარიყავი. ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე, ვინაა ესო, რა პანიკებშიაო... მაგინებდა ისიც, ტატამზე ხო არ ჰგონია თავიო. იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერა, აი, იარაღი აქ მაქვსო... დამთავრდა შენი კარირაო მიმეორებდა".
ბექაური ამბობს, რომ ძალადობასთან ერთად მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებაც განიხილებოდა, პარალელურად კი მასზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდნენ.
"მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო. მე ხმას არ ვცემდი. მერე ერთი "ღადაობდა" "დუმილის უფლებით" სარგებლობსო", — ასე იხსენებს 19 წლის მსოფლიო ჩემპიონი პოლიციასთან ურთიერთობას.
On.ge ამ საკითხზე საგამოძიებო უწყებებიდან კომენტარს ელოდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები