ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

2013 წელს ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმის მანდარინები ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. გარდა ამისა, მისი გადაღებულია ბოლო გასეირნება; მათთვის, ვინც მამამ მიატოვა; აქ თენდება; სამი სახლი; დარჩი ჩემთან.