თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სენტაში მოხდა აფეთქება, რამაც ხანძარი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ აფეთქების შედეგად ხუთი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

უწყებაში ამბობენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ადგილზე ცხრა სახანძრო სამსახური მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.