თბილისში ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით ჩერდება და 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს:

  • ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს;
  • ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც;
  • ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ;
  • აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან. ხოლო, ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი თაყაიშვილისა და მიშველაძის ქუჩების გავლითაც მოხვდება;
  • კეკელიძის ქუჩა, ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩამდე, კვლავინდებურად ცალმხრივი იქნება;
  • ფალიაშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის სქემა მთელ სიგრძეზე — კეკელიძიდან მიშველაძის ქუჩამდე;
  • ასევე, აბაშიძის ქუჩაც მთელ სიგრძეზე, მიშველაძის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ცალმხრივი იქნება;
  • ბარნოვის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის სქემა იმოქმედებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: #9, #21, #34, #51, #59, #61, #87, #88 და #140 და მიკროავტობუსები: #4, #15, #32, #35, #44, #73, #120, #126, #128, #131, #137, #170, #171, #195 და #202 კვლავ ძველ მარშრუტებს დაუბრუნდებიან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით იმოძრავებენ.