მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელია დაკავებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"იარაღი ამოიღო და მაჩვენა, ტანსაცმელი გაიხადა და გადაყარა მანქანის წინა მხარეს. მე ვუთხარი, რას აკეთებ [მეთქი], არაფერს დამაცადეო. როგორც კი გამოძრავებას დავიწყებდი, იწეოდა იარაღისკენ, მერე მუქარაზეც გადავიდა: გინდა, არ გინდა, მე შენთან სექსი უნდა მქონდესო. გამაფრთხილა, რაიონში არ გავსულიყავი და ამ თემაზე თუ ხმას ამოვიღებდი, ცუდი ამბავი მოყვებოდა", — ყვება მთავარ არხთან კაცი, რომელიც პოლიციელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

პოლიციელს, აირი დარსალიას ბრალი სისხლის სამართლის საქმის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული. ამ მუხლით, გაუპატიურება ძალადობის მუქარით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

On.ge არკვევს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მოხდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტი.