ახალი წელი ახლოვდება და საჩუქრები დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება. თანაც, მათ შესარჩევად ახლა იდეალური დროა — თუ საჩუქრების გამოწერას ინტერენტ მაღაზიიდან აპირებ, შეკვეთილ ნივთს ახალ წლადმე მიიღებ და ის ადრესატთან ზუსტად სწორ დროს მივა.

გთავაზობთ საჩუქრის 10 იდეას იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტექნიკა და ტექნოლოგიები უყვარს.

1. უსადენო დამტენი — მუდმივად დამჯდარი ტელეფონის მქონე მეგობრებისთვის

ფოტო: Anker

ეს საუკეთესო ნივთია იმ ადამიანებისთვის, ვინც სმარტფონს ყოველდღიურად, აქტიურად იყენებს. აღნიშნული მოდელი სწრაფი დატენვის ფუნქციითაცაა აღჭურვილი. უსადენო დამტენის მოთავსება საწოლთან, ან კომპიუტერის მაგიდაზეა შესაძლებელი. ეს კი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას გაამარტივებს.

აღნიშნული ნივთის გამოსაყენებლად, რა თქმა უნდა, სმარტფონს უსადენო დატენვის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

შეიძინე ამაზონზე $9.99-ად

2. უსადენო დინამიკი თავგადასავლების მოყვარულებისთვის

ფოტო: UE

UE-ს ეს კომპაქტური უსადენო დინამიკი მუსიკის მოყვარული ნებისმიერი ადამიანის საუკეთესო კომპანიონი იქნება. WONDERBOOM გვთავაზობს 360-გრადუსიან ხმას და ძლიერ დაბალ სიხშირეებს. დინამიკის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ მას ვერაფერს დაუშავებთ. ის მტვერგამძლე, დარტყმაგამძლე და წყალგაუმტარია, გარდა ამისა, მას ვერც ჩაძირავთ, რადგან ის წყალში ტივტივებს.

შეიძინე ამაზონზე $69.99-ად

3. ეკრანის საწმენდი პერფექციონისტებისთვის

ეს იდეალური საჩუქარი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც მუდამ ნათითურებს ემტერება და ვისაც უყვარს, როდესაც მოწყობილობების ეკრანები უნაკლოდ ბზინავს.

შეიძინე ამაზონიდან $15,99-ად

4. საუკეთესო მოწყობილობა Pac Man-ის მოყვარულთათვის

ამ პატარა მოწყობილობის მოთავსება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი — სამსხურში საკუთარ მაგიდაზე, ოთახში და თუნდაც, ზურგჩანთაში.

შეიძინე ამაზონიდან $27,99-ად

5. საკიდი მათთვის, ვისაც ყურსასმენების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია

ალბათ ყველას გვყავს მეგობარი ან თანამშრომელი, რომელიც თავის უზარმაზარ ყურსასმენებს ყველგან დაატარებს. ეს ნივთი სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა შექმნილი.

შეიძინე ამაზონიდან $12,99-ად

6. ამ მოწყობილობით მეგობრებს თქვენს საყვარელ სერიალებში უფრო ადვილად ჩაითრევთ

Roku Express-ით ნებისმიერ ტელევიზორს სიცოცხლეს შემატებთ. მისი საშუალებით თქვენ წვდომა უამრავ სატელევიზიო შოუზე, არხზე, ფილმსა და სერიალზე გექნებათ.

შეიძინე ამაზონიდან $24,00-ად

7. პლაზმა ბურთი თანამედროვე ჯადოქრებისთვის

დროის გასაყვანად და მოსაწყენი ოფისის გასახალისებლად პლაზმა ბურთი იდეალური საშუალებაა. ეს ნივთი ისევე მოეწონებათ ზრდასრულებს, როგორც მოზარდებს.

შეიძინე ამაზონიდან $24.99-ად

8. ხელის სათბობი მცივანებისთვის

ალბათ იცნობთ ვინმეს, ან სულაც თავად ხართ ის ადამიანი, რომელსაც ზამთარში კომპიუტერის გამოყენებისას ერთი ხელი მუდმ ეყინება. ამ საყვარელი პანდას წყალობით კი ეს პრობლემა აღარ შეგექმნებათ.

შეიძინე ამაზონიდან $18,78-ად

9. ამ დასამაგრებლით სადენები მიმოფანტული აღარასდროს იქნება

კომპიუტერების მოყვარულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ სადენების ორგანიზება დიდი წვალებაა. თუმცა ეს მოსახერხებელი შესაკრავები ამ თავის ტკივილს მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ.

შეიძინე ამაზონიდან $12,49-ად

10. ვირტუალური ასისტენტი ყველაზე დაკავებული ადამიანებისთვის

ეს Echo Dot-ია, რომელშიც Amazon-ის ვირტუალური ასისტენტი, Alexa-ა ჩაშენებული. თქვენ შეგიძლიათ მას ნებისმიერი რამ სთხოვოთ, იქნება ეს ამინდის შემოწმება, სიახლეების გაცნობა, მაღვიძარას დაყენება თუ ბლინების იდეალური რეცეპტის მოძებნა. Alexa ასევე საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენს სახლში არსებული სხვა ჭკვიანი მოწყობილობები მართოთ, იქნება ეს ნათურები, თერმოსტატები თუ რაიმე სხვა.

შეიძინე ამაზონიდან $24,99-ად, $49,99-ს ნაცვლად

შესაბამისი საჩუქარი ჯერ ვერ იპოვე?

ფოტო: EJ Hassenfratz

გადაავლე თვალი ჩვენს სხვა სტატიებსაც, აუცილებლად იპოვი შესაფერის საჩუქარს: