ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი ახალციხესა და ახალქალაქს სტუმრობს. ბრიტანეთის საელჩოსთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით ამ რეგიონის ბიბლიოთეკების ფონდები განახლდა.

"დიდი ამბები გრძელდება! ბრიტანეთის საელჩო ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობარი გახდა. დღეს ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკკენზისთან ერთად ახალციხის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ და 150 ახალი გამოცემა, სწორედ მათი მხარდაჭერით, გადავეცით. ეკვილიბრიუმი დიდი სახალხო მოძრაობა გახდა! საქართველოს ყველა სოფელში მოუთმენელ მოლოდინსა და სიყვარულს ვგრძნობთ, საერთაშორისო საზოგადოება კი ამ მასშტაბურ გზაზე ჩვენი მტკიცე პარტნიორია. ხვალ გაეროს მოსახლეობის ფონდთან და ევროკავშირთან ერთად ახალქალაქის სოფლებში გავემგზავრებით" — აცხადებს გიორგი კეკელიძე.