ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ქართული ოცნების ახალაგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეკრება საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში იმართება. როგორც ჩაკვეტაძემ ამბობს, მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანას ქართული ოცნება უზრუნველყოფს.

ამასთან, გიორგი ჩაკვეტაძემ მოუწოდებს " ანგაჟირებულ და დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგა, რათა საქართველოს წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხე არ შეექმნას".

2 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმამდგენლებმა ქართული ოცნების ოფისთან ბიძინა ივანიშვილის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით შეუსრულებელი დაპირების გამო აქცია გამართეს. აქციის პარალელურად კი ორბელიანის მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერები ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნის მიზეზით შეიკრიბნენ. ამ დროს საპროტესტო აქციის მონაწლიებსა და მათ შორის დაპირსპირება მოხდა.