არაფერია იმაზე რთული, როცა საჩუქარს ადრესატის ინტერესების გაუთვალისწინებლად არჩევ.

ეგ არაფერი, ცოტა ხნით საქმიანი ელფის როლს მოვირგებთ და ისეთ ნივთებს ჩამოგითვლით, რომელთა შორის აუცილებლად შეარჩევთ საჩუქარს, რომლითაც მეგობარს, შეყვარებულს, მშობლებს ან უბრალოდ თანამშრომელსაც კი უპრობლემოდ გაახარებთ.

მოკლედ, რეკომენდაციას ვუწევთ შემდეგ საჩუქრებს:

ფასები მოცემულია სტატიის გამოქვეყნების მომენტისათვის

1. თბილი ჰუდი საკულტო სიტკომის friends ილუსტრაციით ყველაზე ერთგული მეგობრებისთვის

მართალია, ამ ჰუდით ყველაზე მეტად მეგობარს გაახარებ, თუმცა, ნუ დაგავიწყდება, რომ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიტკომს, მაყურებელი ყველა თაობაში ჰყავს.

ფასი: $11,99

2. ეთერზეთის დიფუზორი, რომელიც მოახერხებს და ყველაზე სტრესული სამუშაო დღის შემდეგაც კი დაამშვიდებს პატრონს

  • აფრქვევს სასიამოვნო სურნელს
  • ანათებს
  • ამშვიდებს ნერვებს
  • გამოდგება, როგორც ოთახის დეკორაცია

მეტი რა უნდა ქნას ამ პატარა დიფუზორმა?

ფასი: $19,99

3. გადასაფხეკი მსოფლიო რუკა იმ მეგობრებისთვის, რომლებიც მომავალი წლიდან ბევრი მოგზაურობით "გვემუქრებიან"

ნუ, აუცილებლად გააკონტროლე მეგობარი, რუკაზე წარმოდგენილი ქვეყნები კეთილსინდისიერად გადაფხიკოს.

ფასი: $22,99

4. ღამის (ფისო) სანათი მათთვის ვინც შინაური ცხოველების მოვლასა და ტკბილად გამოძინებას ერთნაირი წარმატებით ახერხებს

აჩუქე ეს სანათი მას ვისაც ცხოველებიც უყვარს და ძილიც და მშვიდად გააგრძელე "ბოღმიანი" ფიქრები მისი სიყოჩაღის გამო.

ფასი: $15,99

5. ვერცხლისფერი სამაჯური ოჯახის წევრისთვის შთამაგონებელი წარწერით — "ოჯახი არის ადგილი სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს სრულდება"

თუ კარგად დააკვირდები, სამაჯურზე საყვარლად ჩამოკონწიალებულ საგვარეულო ხესაც შეამჩნევ.

ფასი: $13,99

6. მაღვიძარა საათი, როგორც ყველაზე თავაზიანი მინიშნება და საუკეთესო საჩუქარი ყველაზე არაპუნქტუალური ადამიანებისთვის

მაგარია, ეს საათი შეგიძლია ძილისგუდა თანამშრომელს აჩუქო და მომავალში უფროსის რისხვას გადაარჩინო.

ფასი: $20,88

7. ხალათი უბრალოდ კარგი საჩუქარია მათთვის, ვისაც სახლში ტანსაცმლის გარეშე ბოდიალი მოსწონთ

კარგი ისაა, რომ ხალათში შემოსილ მეგობარს ან რომელიმე ოჯახის წევრს უხერხულ სიტუაციებს აარიდებ თავიდან.

ფასი: $24,99

8. სამეფო კარის თამაშების თემატური საფულე, რომელშიც სამი დრაკონი ვერ, მაგრამ ბლომად ფული კი ჩაეტევა

სამეფო კარის თამაშების თითოეული სეზონის რეიტინგს თუ გავითვალისწინებთ, ეს ნამდვილად არის ის საჩუქარი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანის გულს მოიგებს.

ფასი: $19,95

9. დეკორატიული ხის თარო საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როცა საქმე ყველაზე პრეტენზიულ ადრესატთან გვაქვს

პრეტენზიულ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ — როგორც წესი, ისინი პრაქტიკულები არიან. ასევე მარტივად შევთანხმდებით, რომ თაროც პრაქტიკული საჩუქარია.

ფასი: $19,99

10. სათვალე, რომელიც თვალებს ეკრანის გამოსხივებისგან იცავს და ფეისბუქზე უსაფრთხო სქროლვას უზრუნველყოფს

ეს ის საჩუქარია, რომელიც, არათუ მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც არ უნდა დაგენანოს.

ფასი: $18,95

თუ რამე უფრო კონკრეტულს ეძებ, აუცილებლად გადახედე ჩვენს სხვა საჩუქრების კოლექციებსაც

ფოტო: Ani