10 საჩუქარი $20-ს ქვემოთ მათთვის, ვისაც მუსიკა უყვარს
თუ გინდა, რომ საუკეთესო მეგობარს, რომელსაც ძალიან უყვარს მუსიკა დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქარი გაუკეთო, თანაც ისე, რომ ბევრი ფულიც არ დაგეხარჯოს, არ იდარდო, მიზნის მიღწევაში ჩვენ დაგეხმარებით. მთავარია, გამოწერა იჩქარო, რომ საჩუქარი ახალ წლამდე ჩამოვიდეს.
ახლავე ჩამოგითვლით 10 საჩუქარს, რომელიც $20-ზე იაფი ღირს:
1. უსადენო სპიკერი, რომელიც სხვადასხვაფრად ანათებს
ეს სპიკერი ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდანაც კი გამოიყვანს პატრონს და წვეულებაზე ნამდვილ მხიარულებას მოაწყობს.
ფასი: $19,93
2. ვერცხლისფერი ყელსაბამი შთამაგონებელი წარწერით — "როცა სიტყვები არაფერს ამბობენ, მუსიკა ლაპარაკობს"
ყელსაბამი დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე, ვისაც აჩუქებთ. ეს ბრძნული გამონათქვამი კი მისი მთავარი მოტივაციაც კი შეიძლება გახდეს ცხოვრებაში.
ფასი: $19,25
3. ბლუთუზ ყურსასმენები ყველაზე დაკავებული ადამიანებისთვის
ეს საჩუქარი ყველაზე საქმიან ადამიანს უნდა გაუკეთოთ, რომელიც გამუდმებით წუწუნებს, რომ ერთმანეთში გადახლართული ყურსასმენების გასწორებაში უამრავ დროს კარგავს.
ფასი: $12,88
4. მუსიკალური ყუთი, რომელიც სიმღერას You are My Sunshine მღერის
აჩუქეთ იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი მუსიკალური რეკომენდაციებით თქვენს ყოველდღიურობას ცვლის.
ფასი: $11,99
5. მუსიკალური ნოტებით გაფორმებული წებოვანი ლენტი, რომელიც ყველაზე მხიარულად შეფუთავს ნივთებს
3 დოლარზე ნაკლებად შეგიძლიათ თქვენი საჩუქრები ორიგინალურად შეფუთოთ.
ფასი: $2,99
6. ძალიან ლამაზი, მინიმალისტური საკიდი, რომელიც აუცილებლად გახდება ნებისმიერი სახლის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი
საკიდი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საჩუქარია ამ ჩამონათვალში. რადგან გარდა იმისა, რომ დეკორაციულ ფუნქციას ასრულებს, ზედ ბევრ ბუთქუჩა ზამთრის ქურთუკსაც იტევს.
ფასი: $9,99
7. 3D ღამის სანათი, რომელიც მშვიდ ძილსა და საოცარ სიზმრებზე იზრუნებს
ეს ის საჩუქარია, ყველასგან რომ გამოგარჩევთ და იტყვიან — "ეს რა ორიგინალური რამე მოუფიქრებიაო".
ფასი: $17,99
8. CD-ფლეიერი "გარდასულ დღეთა გასახსენებლად"
ერთდროს ადამიანები ამ საჩუქრისთვის სულს ყიდდნენ ხოლმე.
ფასი: $14,99
9. ვინილის სადგამები, რომლებიც ელეგანტურიცაა და პრაქტიკულიც
რეტრო დიზაინი, გამძლე ზედაპირი და სასაცილო წარწერები - ეს ისეთი საჩუქარია, რომელსაც ადრესატი სიამოვნებით გამოიყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფასი: $16,96
10. და ბოლოს, მუსიკალური ილუსტრაციით გაფორმებული ლეპტოპის ჩანთა, რომელიც საკმაოდ ტევადია და ამასთანავე წყალგაუმტარი მასალითაა დამზადებული
გარდა იმისა, რომ მუსიკალური ელემენტებით არის გაფორმებული, საკმაოდ ტევადია და ლეპტოპსაც ყველაფრისგან დაიცავს.
ფასი: $19,97
სიამოვნებით გააგრძელებდი საჩუქრების თვალიერებასა და შერჩევას? ნახე ჩვენი სხვა კოლექციები
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები