საპენსიო რეფორმის გამო ფართომასშტაბიანი გაფიცვის მონაწილეების წინააღმდეგ პარიზში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. Associated Press-ის ინფორმაციით, სულ მცირე 87 დემონსტრანტი დააკავეს.

საფრანგეთში ე.წ. ყითელჟილეტიანების აქციების შემდეგ პროფკავშირების მიერ დაგეგმილი გაფიცვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და მასშტაბურია. როგორც AP წერს, აქტივისტების ნაწილმა მაღაზიების მინები ჩაამტვრია და შაშხანები ისროლა. გარდა ამისა, ისინი პიროტექნიკას პოლიციელებსაც ესროდნენ.

პარიზში დაიხურა ეიფელის კოშკი, არ მუშაობს ლუვრის მუზეუმი და მეტრო. პრეზიდენტის სასახლის გარშემო ბარიკადებია აღმართული და ექვსი ათასამდე პოლიციელია მობილიზებული.

აქციის ადგილებში პოლიციამ მოუწოდა კაფეებს, რესტორნებსა და სხვადასხვა ბიზნესს, რომ მუშაობა ადრე დაესრულებინათ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დემონსტრაციების გამართვა აკრძალა ელისეის მინდვრებთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, პარლამენტთან და ნოტრ-დამის ტაძართან.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეთავაზებული ახალი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. ბოლო წლებში ეს შეიძლება ყველაზე დიდი გაფიცვა იყოს.

გაფიცვაში მონაწილეობენ მასწავლებლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, პოლიციელები, სასამართლოების თანამშრომლები, მედიკოსები, ავიადისპეტჩერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ბევრ სკოლაში შეჩერებულია სწავლა, შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო საავადმყოფოებში პერსონალის მცირე ნაწილი მუშაობს.

როგორია მაკრონის საპენსიო რეფორმა

საფრანგეთში ათობით სხვადასხვა საპენსიო პროგრამა მოქმედებს. მაკრონი ამტკიცებს, რომ ეს პროგრამები ძალიან რთული და ძვირადღირებულია, სწორედ ამიტომ მას ერთიანი წესების შემოღება სურს.

პრეზიდენტის გეგმა ქულათა სისტემის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც ყველა სამუშაო დღეს დაითვლის. სამომავლო პენსია კი დაგროვილი ქულების მიხედვით განისაზღვრება. ახალი სისტემის შემთხვევაში ბევრი სფეროს წარმომადგენელი, მაგალითად მეზღვაური, იურისტი და საოპერო არტისტები, გარკვეულ პრივილეგიებს კარგავს.

საპენსიო ასაკი ბოლო ათ წელში 60-დან 62 წლამდე გაიზარდა. განვითარებულ ქვეყნებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაკრონის რეფორმა კი საპენსიო საპენსიო ასაკის გაზრდასაც გამოიწვევს, რადგან 62 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა მომგებიანი არ იქნება. სრული პენსიის მიღებისთვის ფრანგებს პენსიაზე გასვლა 64 წლის ასაკში მოუწევთ.

გამოკითხვებს მიხედვით, მოსახლეობის 75 პროცენტი საპენსიო სისტემის რეფორმას ეთანხმება, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ადეკვატური რეფორმის გატარებას შეძლებს.