კლასიკური ლურჯი – Pantone-მა 2020 წლის მთავარი ფერი დაასახელა
2020 წელს ბევრად უფრო ხშირად შეგხვდებათ ლურჯი ფერი, ვიდრე წელს. Pantone-მა კლასიკური ლურჯი მომავალი წლის ფერად დაასახელა.
"ეს არის ფერი, რომელიც გვაფიქრებს, რა მოხდება მომავალში", - თქვა ლორი პრესმენმა, პანტონის ფერების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა.
კლასიკური ლურჯი საღამოს ცასაც მოგაგონებთ, საღამო კი დღის ის პერიოდია, რომელიც უნებურად გვიბიძგებს შემდეგი დღის დაგეგმვისაკენ.
Pantone-ის განცხადებით, მსოფლიო არასტაბილურობის შეგრძნებითაა მოცული (გადახედეთ აშშ-ს, ბრიტანეთს, ჰონგ-კონგს, სირიას და სხვა უამრავ ქვეყანას), ლურჯს კი შეუძლია, რომ სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის შეგრძნება მოჰგვაროს ადამიანებს.
უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. 1963 წელს ორგანიზაციამ ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მაგალითად, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინში და მოდაში.
როგორ ითარგმნება ლურჯი სუნში, გემოში, ხმაში და შეგრძნებაში?
2020 წლის მთავარი ფერის აღქმა მხედველობის გარდა, სხვანაირადაც შეგიძლიათ. Pantone-მა მულტისენსორული გამოცდილება შექმნა, რომელიც სტუმრებმა მანჰეტენში ფერის დასახელების ღონისძიებაზე იხილეს.
ჰაერში "კლასიკურად ლურჯი" სურნელი ტრიალებდა, შენობაში კი "ლურჯი" მუსიკა ისმოდა. სტუმრები ლურჯ კოქტეილს სვამდნენ.
თუ გაინტერესებთ, დაახლოებით რა გემო და სუნი აქვს ლურჯს: გაიხსენეთ სუნი, რომელიც ზღვისა და სველი მიწის კომბინაციას აქვს, გემო - ლურჯი მოცვის სიროპი, ტექსტურა - ხავედრის ახალთახალი დივანი, ხმა - წყალქვეშა, არაამქვეყნიური ხმები.
2019 წლის ფერი მარჯნისფერია.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები