ამ ავსტრალიელ ქალს გასულ სამშაბათს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის CV-ში საკუთარ თავზე გაყალბებულ ინფორმაციას შეიტანა.

45 წლის ვერონიკა ჰილდა ტყუილში მალევე გამოიჭირეს და ინფორმაციის გაყალბებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი.

ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი ავსტრალიური ონლაინგამოცემა ABC ავრცელებს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქალი სრულად აღიარებს დანაშაულს.

ფოტო: foxnews

მოსამართლე მაიკლ ბოილანმა განმარტა, რომ გამოძიების ინფორმაციით ვერონიკამ დასაქმების თხოვნით პრემიერმინისტრის დეპარტამენტს მიმართა. მისი CV კი სავსე იყო ცრუ ინფორმაციით, გაყალბებული განათლების დამადასტურებელი მოწმობებითა და სამუშაო ისტორიით.

ვერონიკა ჰილდას მოსამართლემ სულ 25 თვე მიუსაჯა, აქედან 12 თვეზე ის საპროცესო შეთახმებას ვერ გააფორმებს და ციხეში გაატარებს.