მთავარი არხის მფლობელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობენ, რომ მიმდინარე საქმეზეა დაბარებული, თუმცა სხვა დეტაპების გამხელაზე უარს ამბობენ.

უწყებაში განმარტებულა, რომ გამოკითხვა ხვალ, 6 დეკემბერს 11 საათზეა ჩანიშნული და მისვლა ნებაყოფლობითია.

ნიკა გვარამიას ვერსიით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფეისბუქპოსტის გამო იბარებენ, რომელშიც ის წერდა, საქართველოში უზურპატორი თავს ესხმის ქვეყნის მოსახლეობას.

"უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც, არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !" — წერდა ნიკა გვარამია.