თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურებისთვის ქმარს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ქმარმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. მათივე თქმით, მეორე დღეს კაცმა ქალი მანქანით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა და გააუპატიურა.

ქმარი 3 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.