ოცნების თერთმეტ დეპუტატს ორპალატიანი პარლამენტის შემოღება სურს
თერთმეტკაციან საინიციატივო ჯგუფს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასავლას ემხრობა, ორპალატიანი პარლამენტის შექმნაც სურს. საინიციატოვო ჯგუფის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, ორივე პალატა მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს.
პროექტის მიხედვით, წარმომადგენლობის ახალი ფორმები შეიქმნება: ქვედა პალატა —რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა — სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება ოთხი წლის ვადით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული 77 რესპუბლიკის საბჭოს წევრისგან. სენატი შედგება ხუთი წლის ვადით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით არჩეული სენატის 73 წევრისგან.
სენატი ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში აირჩევა. სენატის თითო წევრი წარმოადგენს ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტს. ხოლო თბილისში არანაკლებ 5 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევენო ოლქი იქნება.
ამასთან, ქვედა პალატის წევრი შესაძლოა გახდეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, სენატორი — 40 წლიდან.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამ საკითხზე პრინციპული დამოკიდებულება აქვთ.
"ეს იქნება ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი, ორპალატიანი. ეს მისცემს საშუალებას, რომ თითოეულ მოქალაქეს და საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. ეს იქნება ძირითადი წყარო", — განმარტა ხუნდაძემ.
ხუნდაძეს არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა გადავიდეს ქვეყანა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე. თუმცა, ამბობს, რომ მისი ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არ ამოქმედდება. კონსტიტუციით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ამასთან, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, ორპალატიანი პარლამენტი ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ექნება.
ორპალატიანი პარლამენტის იდეა მოსწონს კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენადბეს. თუმცა, როგორც On.ge-ს უთხრა, საარჩევნო სისტემა მეტად პროპორციული უნდა გახდეს და ორპალატიან პარლამენტში ერთი პალატა მაინც უნდა იყოს სრულად პროროპორციული წესით არჩეული.
"ორივე პალატას მაჟორიტარულად აკომპლექტებს. რაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თუ ამერიკული მოდელის კოპირებაზეა საუბარი, ამერიკულ მოდელში ზედა პალატას ნახევრად სუვერენული წარმონაქმნები, შტატები აკომპლექტებენ. ჩვენ უნიტარული ქვეყანა ვართ და ამ მიმართულებითაც იგეგმება რამე ცვლილებები? ჩვენ უნდა წავიდეთ მეტი პროპორციულისკენ და სულ ცოტა ქვედა პალატა უნდა იყოს პროპორციული", — განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
თერთმეტკაციან საინიციატივო ჯგუფში ის დეპუტატები შედიან, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს. დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით 200 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. მათ უკვე მიმართეს პარლამენტს, რომ საინიციატივო ჯგუფი ბიუროს უახლოეს სხდომაზე დაარეგისტრირონ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები